6 ივნისი 2014, თბილისი

გენდერული თანასწორობის მიღწევასაზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დემოკრატიული ფასეულობების დანერგვის აუცილებელი პირობაა. საქართველო მტკიცედ ადგას ევროპისაკენ მიმავალ გზას, მაგრამ გენდერული თანასწორობის გამოწვევები კვლავ პრობლემატურია. მმართველობის ყველა დონეზე, პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ქალთა ჩართულობა ჯერ კიდევ არ შეესაბამება პარიტეტულ დემოკრატიულ სტანდარტებს . ქალთა მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების სიხშირე განპირობებულია საზოგადოებაში არსებული გენდერული უთანასწორობით და პრობლემებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულებით.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ინიციატორები და უშუალო განმახორციელებლები უმთავრესი აქტივობებისა გენდერული თანასწორობის მიმართულებებით. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის მიუხედავად გენდერული თანასწორობა დღესაც არ განიხილება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად და არ აქვს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არაკოორდინირებული მუშაობა,კონსოლიდაციის ნაკლებობახშირ შემთხვევაში იწვევს მათი საქმიანობის ფრაგმენტაციასადა საბოლოო შედეგების ნაკლებ ეფექტიანობას. არ არსებობს ერთიანი ხედვა საზოგადოების წინაშე წამოჭრილი მრავალი პრობლემის გადაჭრისათვის, რაც აბრკოლებს ადვოკატირებისა და ლობირების გზით გენდერული თანასწორობის მიღწევის შესაძლებლობას.

ჩვენ, ქალთა ფორუმის წევრებს მიგვაჩნია, რომ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობაგენდერული თანასწორობის მიღწევის აუცილებელი პირობაა. მხოლოდ პარტნიორული თანამშრომლობით ერთიან ძალთა კონსოლიდაციით, ურთიერთთანადგომით შესაძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში ღირსეული თანამონაწილეობა. მიზნაშეწონილად მიგვაჩნია :

  • გენდერული თანასწორობის პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციების პოლიტიკური პლატფორმის შემუშავება დაერთიანი სამოქალაქო სივრცის შექმნა, რომელიც ქალთა ორგანიზაციების ევოლუციური განვითარებისა და მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებით იმოქმედებს ახალი ინიციატივებითა და გაერთიანებული შესაძლებლობებით;
  • პოლიტიკური პლატფორმის გარშემო გაერთიანებული გენდერული თანასწორობის პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობის გააქტიურება სხვა სამოქალაქო პლატფორმებთან;
  • თანამონაწილეობის სტრატეგიის განვითარება დაფუძნებული იქნება პარიტეტულ დონეზე, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის, ტრანსპარენტულობისა და ანგარიშვალდებულების, ეთიკური ნორმების დაცვისა და ურთიერთპატივსცემის პრინციპებზე;
  • შეჯერებული ედვითა და მიდგომებითსაზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინება, უფლებების დაცვის, მწვავე პოლიტიკურ თუ სოციალურ –ეკონომიკურ პრობლემებზე დროული და კომპეტენტური რეაგირება, კონსტრუქციული რეკომენდაციებისა და წინადადების შემუშავება გენდერული თანასწორობის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისათვის;
  • სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების და სახელისუფლებო შტოების მიერ ჩატარებული მუშაობის ერთობლივი გენდერული შეფასება და მონიტორინგი;
  • გენდერული თანასწორობის თემატიკაზე არსებული კვლევების თანმიმდევრული ანალიზი და საჭირბოროტო კვლევევბის ჩატარება აკადემიური და მეცნიერული რესუსების გამოყენებით;
  • ახალი ჯგუფების საქმიანობის მხარდაჭერა, როგორც ორგანიზაციული ასევე ფინანსური მობილიზაციის თვალსაზრისითაც;
  • გენდერული ინსტიტუციების გაძლიერების, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ობიექტური და რაციონალური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
  • ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ადმინისტრაციული და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა ფინანსური მხარდაჭერის დივერსიფიკაციით დადონორებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწის გზით.
  • ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტთა ჯგუფის შესაძლებლობების და კომპეტენციის არეალის გაზრდა, მათი მონაწილეობა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პროექტის განხორციელებებისას

ნებაყოფლობითი ეთიკის კოდექსი არის ქცევის შიდა განაწესი, რომელიც ვრცელდება თითოეულ ხელმომწერ ინდივიდსა და ორგანიზაცაზე. ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრთა ვალდებულებები და პრინციპები:

  1. ადამიანის უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა უპირველეს ყოვლისა
  2. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრებს გვაქვს პირადი პასუხისმგებლობა, რათა წარმოვაჩინოთ ერთიანობა, გუნდური მუშაობის უპირატესობა ურთიერთპატივისცემა, ჰუმანიზმი და დავიცვათ ჩEDAჭ-ს პრინციპები;
  3. ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას განურჩევლად ასაკისა, რასისა, ენისა, ეთნიკური და კულტურული მიკუთვნებისა, რელიგიისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონისა, სექსუალური ორიენტაციისა, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობისა – ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და მხოლოდ ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ვალდებულების საფუძველზე;
  4. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები არ გამოიყენებთ ამ წევრობას პოლიტიკური თუ რელიგიური მიზნებისთვის;
  5. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები ვეცდებით არ ვიყოთ ვიწრო სამთავრობო ინტერესების გამტარებლები;
  6. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები პატივს ვცემთ კულტურულ და ზნეობრივ ნორმებს და სხვა წევრების ღირსებას;
  7. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები ხელს შევუწყობთ ჰუმანურ, უსაფრთხო, ჯანსაღ და ურთიერთ მხარდამჭერ თანამშრომლობას და ვიქნებით სამართლიანნი და თანასწორნი სხვა წევრების მიმართ;
  8. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები ვიქნებით ქალთა ჯგუფების ინტერესების დამცველნი და ვიმოქმედებთ ფორუმის შიდა განაწესის თანახმად;
  9. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები ვიქნებით ღია და ანგარიშვალდებული ყველას მიმართ, ვისაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა .
  10. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები, დავიცავთ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას;
  11. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები პასუხისმგებელნი ვიქნებით ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე;
  12. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები პატივს ვცემთ სხვა წევრების ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო უფლებებს და რესურსებს და გამოვიყენებთ მხოლოდ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე;
  13. ჩვენ, ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის ფორუმის წევრები ერთგულნი ვიქნებით ქალის გაძლიერების და თანმიმდევრულად ვიბრძოლებთ და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის ჩვენს საზოგადოებაში.

ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის პლატფორმა

სტრატეგიული დოკუმენტი

საქართველოში კონსტიტუციური უფლებების განხორციელების მთავარი გარანტი ჯანსაღი და განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელსაც სრულად აქვს გაცნობიერებული მორალური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე. კონსტიტუციური უფლებების განხორციელება კი უპირობოდ მოითხოვს ქალთა სტატუსის გაძლიერებასა და გენდერული უთანასწორობის დაძლევას. მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა, მკვეთრად გააზრებული სტრატეგიული ქმედება, მიზანმიმართული გეგმების რეალიზაცია და თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში:

  • პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში
  • კონფლიქტების მოგვარებასა და სამშვიდობო პროცესებში
  • ეკონომიკურ პროცესებსა და რესურსების მართვაში
  • უსაფრთხოების დაცვასა და უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცებაში
  • დასაქმებასა და მიგრაციის პრევენციაში
  • ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში
  • განათლებასა და კარიერულ წინსვლაში
  • საერთაშორისო წარმომადგენლობებში
განხორციელების გზები:
  • საგანმანათლებლო მუშაობა
  • ადვოკატირების კამპანიები
  • ლობირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
  • მონიტორინგი

ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის პლატფორმა გაზრდის ქალებთა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების უსაფრთხო და საიმედო თანამშრომლობას, გუნდური მუშაობის პრინციპების დამკვიდრებას, რომელიც დამყარებული იქნება ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, სოლიდარობა და თანასწორი ჩართულობა.

  • aabashidze.jpg
  • abramish.jpg
  • chachava.jpg
  • Jashige.jpg
  • kurts.jpg
  • Likage.jpg
  • nanage.jpg
  • ninoge.jpg
  • purtsk.jpg
  • Shorena.jpg
  • sumbadze.jpg
  • verulash.jpg